წყაროებზე მუშაობის სირთულის
კვლევა ისტორიაში და მისი გადაჭრის გზების ძიება
პედაგოგიური პრაქტიკის
კვლევის ანგარიში
სსიპ ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის
212-ე საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებლი ირმა დორეული
თბილისი
2019 წელი
სარჩევი
შესავალი-------------------------------------------------------------------4
I თავი საკვლევი საკითხის აქტუალობა-------------------------------6 II თავი
თემის მიზანი და ამოცანები-----------------------------------7
III თავი ლიტარტურის
მიმოხილვა----------------------------------8
IVთავი კვლევის მეთოდები------------------------------------14
V თავი კვლევის
შედეგების ანალიზი----------------------------15
VI თავი
ინტერვენციები------------------------------------------20
VII თავი გამოყენებული ლიტერატურა---------------------27
შესავალი
ისტორიის შესწავლა თანამედროვე ეპოქის აუცილებელი პირობაა, საკუთარი ქვეყნის
წარსული აწმყო თუ მომავალი აუცილებელია გააზრებულად ვიცოდეთ და მსოფლიო ისტორიის ჭრილში
შევეცადოთ ქვეყნის განვითარების პარადიგმები გავააანალიზოთ. ისტორიის სწავლება ეროვნული
საასწავლო გეგმის პრიორიტეტია ,რადგან აუცილებელია მოსწავლემ სოციალური უნარების განვითარებასთან
ერთად საზოგადოებრივი ცხოვრების სირთულეები დაძლიოს.ეს უკანასკნელი კი ისტორიის სწავლების
გარეშე წარმოუდგენელია. ნებისმიერი ფაქტი ,რომელსაც მოსწავლე შეისწავლის უმჯობესია
წყაროზე დაყრრდნობით შევაფასოთ და გავაანალიზოთ,რომ მოსწავლეებს კრიტიკული აზროვნების
უნარები განუვითაროთ ,ანალიტიკურ და შემეცნებით აზროვნებასთან ერთად. ეროვნული სასწავლო
გეგმა რამოდენიმე გამჭოლი კომპეტენციის განვითარებას უყენებს პრიორიტეტად სკოლას ერთ-ერთია სემიოტიკური კომპეტენცია. ,,სემიოტიკური კომპეტენცია
არის ვერბალური და არავერბალური (რუკის, დიაგრამის, სქემის, ნახატის, მელოდიისა და
სხვ.) საშუალებით გადმოცემული ინფორმაციის გააზრებისა და ინტეპრეტირების, საკუთარი
ნააზრევისა და განცდილის სხვადასხვა საშუალებით გადმოცემის უნარი.’’ ეს კი სწორედ ისტორიის
სწავლებამ უნდა განუვითარის მოსწავლეს და წყაროების ანალიზი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი
კომპონენტია ამ საკითხში.
ისტორიის სწავლებისას
კი წყაროზე მუშაობა ,მისი კრიტიკული ანალიზი მოსწავლეებს ძალიან გაუჭირდათ.ამიტომ გადავწყვიტე
ამ საკითხზე კვლევის ჩატარება.რატომ იყო მოსწავლეებისთვის წყაროს ანალიზი რთული,რატომ
უჭირდათ მისი დაკავშირება საგაკვეთილო თემასთან.
კვლევა შედგება შვიდი თავისაგან, პირველ თავში საუბარია
პრობლემის აქტუალურობაზე, მეორე თავში განხილულია
კვლევის მიზანი და ამოცანა .მესამე თავში ლიტერატურის მიმოხილვა.
მე-4 თავში -კვლებვის მეთოდები.მეხუთე თავი ინტერვენციების შეფასება კვლევის მიგნენები და
რეკომენდაციები. მე-6 გამოყენებული ლიტერატურა
დასკვნა. მე-7 თავში წარმოდგენილია დანართები.
I თავი
საკვლევი თემის აქტუალურობა
მარავლი
წყარო არსებობს ამა თუ იმ მოვლენის განზოგადებისა და მსჯელობისათვის, ამიტომ ეროვნული
სასწავლო გეგმაც ითვალისწინებს, რომ წყაროს შესწვლა მნიშვნელოვანია. „ისტორიული წყაროები ისტორიის სწავლების ძალზე მნიშვნელოვანი ნაწილია. მათი შესწავლა, კრიტიკული განხილვა და ანალიზი ისტორიის გაგების ერთ-ერთი მტკიცე საწინდარია. აუცილებელი ისტორიული წყაროების უმეტესობა სასკოლო სახელმძღვანელოებშივეა მოცემული და მასწავლებელს იშვიათად თუ მოუწევს მათი მოძიება. წყაროების კრიტიკული განხილვა საკმაოდ რთული ამოცანაა, რადგან, გაკვეთილის ტექსტისგან განსხვავებით (რომელიც უამრავი ადამიანის შრომის შედეგად ისტორიის გენერალურ, საყოველთაოდ მიღებულ ხაზს მიჰყვება), ისინი ხშირად სუბიექტურია და ავტორის აზრს გამოხატავს, ამიტომ შესაძლოა, არასრულად ან სულაც დამახინჯებით ასახავდეს ისტორიულ სინამდვილეს. შესაბამისად, ისტორიულ წყაროში მოცემული ზოგიერთი დეტალი (თარიღები, მოვლენების აღწერა, სხვა მონაცემები) ზოგჯერ არ ემთხვევა გაკვეთილის ტექსტს. თუმცა ისტორიული წყაროების ეს „ნაკლი” მათივე ღირსებაცაა, რადგან ჩვენამდე მოაქვთ ეპოქის სუნთქვა, ისტორიკოსთა წინააღმდეგობრივი მტკიცებულებები, „ძლიერთა ამა ქვეყნისათა” და უბრალო მოკვდავთა შეხედულებები, ფიქრები და ოცნებები.
მასწავლებელი უნდა შეცადოს
მოსწავლეებს გაუადვილოს წყაროს ანალიზი და დაეხმაროს მათ ინფორმაციის
გადამუშავებაში.
ისტორიული ფაქტებისა თუ მოვლენის
სწავლებისათვის მნიშვნელოვანია წყაროს შესწავლა და ანალიზი ჩვენი კვლევის მიზანი
სწორედ ესაა,დამედგინა,რატომ იყო მოსწავლეებისთვის წყაროს ანალიზი
რთული,რატომ უჭირდათ მისი დაკავშირება საგაკვეთილო თემასთან.
კვლევის სამიზნე ჯგუფი არის მეშვიდე კლასი,სადაც წყაროების
შესწავლა მოსწავლეებისთვის სიახლეა და მათ
გაუჭირდათ წყაროს დაკავშირება საგაკვეთილო თემასთან და გაკვეთილის თემისა და წყაროს
,,განსხვავებულმა ‘’ ინნფორმაციამ მოსწავლეები დააბნია.
კვლევის ამოცანაა ხელი შეუწყოს
მოსწავლეებს და დაეხმაროს მათ წყაროს შესწავლის პრობლემის გადაწყვეტაში ,რომ მოსწავლეებმა
შეძლონ საკუთარ საჭიროებებზე დაკვირვება და პრობლემის ანალიზი,მოძებნონ პრობლემის გადაჭრის
გზები. რომ საგნის სწავლების ამ საფეხურზე მოსწავლეები სიძნელეებმა არ დააბნიოს და
საგნისადმი ინტერესი არ გაუნელოს.
III თავი
ლიტარტურის მიმოხილვა
ისტორიის სწავლა-სწავლება მიზნად ისახავს:
·
ხელი შეუწყოს
მოსწავლის ჰუმანურ, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, პატრიოტ მოქალაქედ
ჩამოყალიბებას;
·
მოსწავლეს გაუღვივოს
ინტერესი საქართველოსა და მსოფლიო ისტორიის შესწავლის მიმართ;
·
მოსწავლეს განუვითაროს ისტორიული (პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური, კულტურული, რელიგიური)
პროცესების ანალიზისა და მათი თანამედროვეობასთან
შედარების უნარი; ისტორიული პიროვნებებისა და მოვლენების მრავალმხრივად შეფასების
უნარი;
·
დაეხმაროს მოსწავლეს ისტორიული ეპოქების აღქმასა და
მათი მახასიათებლების ერთმანეთთან / თანამედროვეობასთან შედარებაში;
·
მოსწავლეს განუვითაროს ისტორიის კვლევისთვის საჭირო
უნარები;
·
მოსწავლეს შესძინოს
ისტორიის დარგობრივი ენით ოპერირების უნარი.
ამ მიზნებზე მუშაობით ისტორია თავის წვლილს შეიტანს
ეროვნული
სასწავლო გეგმის მისიისა და მიზნებით გათვალისწინებული უნარებისა და ღირებულებების
განვითარებასა და ჩამოყალიბებაში.
ისტორიის სტანდარტის შედეგები (VII-IX კლასები)
|
||
|
|
მიმართულება:
ისტორიული ინტერპრეტაცია და კვლევა
|
|
|
შედეგების
ინდექსი
|
მოსწავლემ უნდა შეძლოს:
|
|
|
ისტ. საბ. 1.
|
საკუთარი მოსაზრების/პოზიციის
წყაროს/მტკიცებულების საფუძველზე დასაბუთება; იმის გაცნობიერება, რომ ახალი წყაროების
აღმოჩენის შემთხვევაში შესაძლებელია ნებისმიერი მოვლენის ახლებურად გააზრება/გადაფასება;
|
|
|
ისტ. საბ. 2.
|
სხვადასხვა ტიპის
(პირველადი და მეორადი) წყაროსა და თვალსაჩინოებების (მაგ, ისტორიული რუკა, გენეალოგიური ტაბულა) მიზნის
შესაბამისად გამოყენება; წყაროების კრიტიკული ანალიზი;
|
|
|
ისტ. საბ. 3.
|
ისტორიული მოვლენების
გადმოცემისას ქრონოლოგიური ერთეულებისა და ისტორიულ-გეოგრაფიული ტერმინების ადეკვატური
გამოყენება;
|
|
|
ისტ. საბ. 4.
|
ისტორიული მოვლენის/ფაქტების
ტიპოლოგიური დაჯგუფება (პოლიტიკური, სოციალური ნიშნით);
|
|
|
ისტ. საბ. 5.
|
ფაქტების, ინტერპრეტაცია/მოსაზრებების
და სტერეოტიპების ერთმანეთისგან გარჩევა;
|
|
|
ისტ. საბ. 6.
|
ერთი და
იმავე ისტორიული მოვლენის განსხვავებულად ინტერპრეტირება, გაანალიზება და შეფასება:
ისტორიულ მოვლენაზე და პიროვნებაზე განსხვავებული ინტერპრეტაციების არსებობის
მიზეზების ახსნა, განსხვავებული ინტერპრეტაციების შედარება და შეფასება.
|
|
წყაროების კრიტიკული ანალიზი, სტანდარტით
გათვალისწინებული ეს მოთხოვნა რომ შესრულდეს
მოსწავლე უნდა ფლობდეს იმ უნარს რაც დაეხმარება მას გამოიყენოს ისტორიული წყარო.
რა არის წყარო?
წყარო არის ისტორიული ფაქტის სანდოობა, და დამაზუსტებელი ინფორმაცია, რომელიც უამრავი
საბედნიეროდ. რადგან როგორც აღვნიშნე მნიშვნელოვანია ის ცოდნის გაღრმავებისა და
ანალიტიკური უნარისასთვის, ყოველი ფაქტი ისტორიაში უთარიღოდ მკვდარია.
წყაროთმცოდნეობის ძირითადი საგანია წერილობითი წყაროები, მაგრამ მის ზოგად პრინციპებს ყველა ტიპის ისტორიული წყაროს ანალიზისა და კრიტიკის დროს იყენებენ. ამდენად, წყაროთმცოდნეობა ისტორიული მეცნიერების კომპლექსური დარგია და აერთიანებს სპეციალურ ისტორიულ დისციპლინებს. წყაროთმცოდნეობის მიერ შემუშავებული ზოგადი მეთოდიკა წყაროების შესწავლისა საფუძვლად უდევს სპეციალურ ისტორიულ დისციპლინებს.
წყაროთმცოდნეობის უმთავრესი ამოცანაა წერილობითი წყაროების დაჯგუფება, მათი სისტემატიზაცია და კლასიფიკაცია. ამას არსებითი მნიშვნელობა ენიჭება წყაროთმცოდნეობითი საკითხების მთელი კომპლექსის გადაწყვეტის დროს. არსებობს წყაროთა კლასიფიკაციის სხვადასხვა სისტემა, რომლებსაც საფუძვლად უდევს სხვადასხვა პრინციპი: წყაროთა კლასიფიკაცია შინაარსის, წარმოშობისა და ისტორიული წყაროების სახებათა მიხედვით (რაც უფრო მეტადაა გავრცელებული). წერილობით წყაროებზე მუშაობის პროცესში თავს იყრის ისეთი საკითხები, როგორიცაა:
1.წყაროთა გამოვლენა (ევრისტიკა), როდესაც ისტორიული კვლევის საფუძველი ფაქტებია.
2.წყაროს ტექსტის დადგენა, რაც გულისხმობს ტექსტის წაკითხვას, ძირითადი ტექსტისა და მისი დამატებების ან პარალელური ადგილების დადგენას;
3.წყაროს წარმოშობის გარკვევა (ავტორი, დრო, ადგილი, უტყუარობა, წყაროს შედგენის გარემოებანი და მიზნები); პირადი თუ თანაავტორების, მიახლოებითი დათარიღების საკითხის შესწავლა, დათარიღების ძველი სისტემის გადაყვანა ახლაზე; უნდა გაირკვეს ნამდვილია წყარო თუ ყალბი, დედანია თუ პირი და სხვ.
4.წყაროს წყაროთმცოდნეობითი ანალიზი ანალიზი (ჰერმენევტიკა), ე. ი. ისტორიულ ცნობათა სისრულის, სანდოობისა და სიზუსტის დადგენა, პოლიტიკური მიმართულებისა და წყაროს კლასობრივი არსის განსაზღვრა.
5.წყაროთმცოდნეობითი სინთეზი: წყაროთა გენეალოგიური კავშირების გარკვევა, შედარება მათი სანდოობისა და სიზუსტის ხარისხის მიხედვით, ურთიერთდამოკიდებულება ამა თუ იმ მოვლენის ასახვის თვალსაზრისით, საკვლევი თემისათვის საჭირო ყველა ფაქტის დადგენა, გამოვლენილ ფაქტთა მთელ სისტემაში გამოტოვებული მომენტის განსაზღვრა და ა. შ.
წყაროების შესწავლა საჭიროა მათ ისტორიულ განვითარებაში წყაროთმცოდნეობის ზოგად ამოცანებს, მეთოდიკასა და კვლევის ხერხებს იყენებენ ძირითადად ყველა პერიოდის წყაროს მიმართ.
ისტორიული წყაროების კრიტიკის საწყისებს ვხვდებით ჯერ კიდევ ძველ ისტორიკოსებთან (ჰეროდოტე, თუკიდიდე, პოლიბიოსი, ტაციტუსი, იოსებ ფლავიუსი). ადრინდელ შუა საუკუნეებში ისტორიულ წყაროებს კრიტიკულად არ სწავლობდნენ, მაგრამ აღორძინების ხანაში მან კვლავ იჩინა თავი.ლორენცო ვალა ბ. ნიბურის, ლეოპოლდ რანკეს, თ. მომზენის გამოკვლევებში მოცემული იყო ისტორიულ წყაროთა წყაროთმცოდნეობითი კრიტიკის ცალკეული მეთოდებისა და ხერხების გამოყენების ნიმუშები. როგორც დამოუკიდებელი მეცნიერება კვლევის საკუთარი საგნითა და შესწავლის სპეციფიკური მეთოდებით, წყაროთმცოდნეობა ჩამოყალიბდა XIX საუკუნის II ნახევარი - XX საუკუნის დასაწყისში (იოჰან გუსტავ დროიზენის, ე. ბერნჰაიმის, ე. ფრიმენის, შ. ლანგლუას, შ, სენიობოსისა და სხვათა ნაშრომები).
ისტორიული წყაროები ისტორიის სწავლების ძალზე მნიშვნელოვანი ნაწილია. მათი შესწავლა, კრიტიკული განხილვა და ანალიზი ისტორიის გაგების ერთ-ერთი მტკიცე საწინდარია. აუცილებელი ისტორიული წყაროების უმეტესობა სასკოლო სახელმძღვანელოებშივეა მოცემული და მასწავლებელს იშვიათად თუ მოუწევს მათი მოძიება. წყაროების კრიტიკული განხილვა საკმაოდ რთული ამოცანაა, რადგან, გაკვეთილის ტექსტისგან განსხვავებით (რომელიც უამრავი ადამიანის შრომის შედეგად ისტორიის გენერალურ, საყოველთაოდ მიღებულ ხაზს მიჰყვება), ისინი ხშირად სუბიექტურია და ავტორის აზრს გამოხატავს, ამიტომ შესაძლოა, არასრულად ან სულაც დამახინჯებით ასახავდეს ისტორიულ სინამდვილეს. შესაბამისად, ისტორიულ წყაროში მოცემული ზოგიერთი დეტალი (თარიღები, მოვლენების აღწერა, სხვა მონაცემები) ზოგჯერ არ ემთხვევა გაკვეთილის ტექსტს. თუმცა ისტორიული წყაროების ეს „ნაკლი” მათივე ღირსებაცაა, რადგან ჩვენამდე მოაქვთ ეპოქის სუნთქვა, ისტორიკოსთა წინააღმდეგობრივი მტკიცებულებები, „ძლიერთა ამა ქვეყნისათა” და უბრალო მოკვდავთა შეხედულებები, ფიქრები და ოცნებები.http://mastsavlebeli.ge/?p=4163
წყაროს სწავლება მოიცავს ხუთ საფეხურს: აღწერას – იდენტიფიცირებას – ინტერპრეტაციას – შეფასებას . http://mastsavlebeli.ge/?p=3816
კვლევის მეთოდები
კვლევის დროს გამოვიყენე როგორც თვისობრივი,ისე რაოდენობრივი კვლევის მეთოდები.ოქტომბრის ბოლოს,როცა წყაროზე მუშაობას პირველად შევეჭიდეთ აღმოვაჩინე ,რომ მოსწავლეები დააბნია წყაროს ინფორმაციამდა სპეციფიკურმა წერის მანერამ(ენამ).დავიწყე დაკვირვება.ვაკვირდებოდი მოსწავლეებს რა უფრო უჭირდათ,გეოგრაფიული სახელწოდებების
ამოცნობა,იიტორიული პირებისა თუ წყაროს ავტორების დამახსოვრება,წყაროს ენა თუ ,,განსხვავებული
ფაქტის’’ საგაკვეთილო თემასთან დაკავშირება.ამის მიხედვით ავირჩიე ფოკუს ჯგუფები და
მოსწავლეები სირთულეების მიხედვით დავაჯგუფე.დავიწყე გასაუბრება თითოეულ მოსწავლესთან.მინდოდა
სრული ინფორმაცია მქონებოდა პრობლემის არსის წვდომისათვის.შემდეგ გადავედით ფოკუს ჯგუფებთან
გასაუბრებაზე და მონაცემებს ვინიშნავდი.
ამის შემდეგ ჩავატარე რაოდენობრივი კვლევა.კვლევაში
მონაწილეობდნენ მეშვიდე კლასის მოსწავლეები,რამდენიმე მშობელი და მასწავლებლები საზოგადოებრივი
მეცნიერებათა კათედრიდან.მათი გამოცდილების გაზიარებით მსურდა საკითხის შესწავლა და
გადაჭრის ალტერნატიული გზების მოძებნა.რომ ჩემი მოსწავლეებისათვის საკითხის შესწავლა
გამეადვილებინა.
რაოდენობრივი კვლევის შედეგების ანალიზის შემდეგ დავგეგმე ინტერვენციები და თან ვაგრძელებდი მოსწავლეებზე
დაკვირევებას,გასაუბრებას და ინტერვიუს ყოველი ინტერვენციის შემდეგ.რაც ხელს მიწყობდა
პრობლემის უკეთ წვდომასა და გადაწრის გზების
ძიებაში.
კვლევის შედეგების ანალიზი
მეშვიდე კლასში არის 18 მოსწავლე.მათ შორის სამი სსმ მოსწავლეა.
პირველი კიტხვა
რომლიტაც მოსწავლეებსა და მათ
მშობლებს მივმართე
იყო ასეთი.რა უფრო მეტად
გიჭირს ისტორიის სწავლის დროს:1.წყაროს ანალიზი; 2.თარიღების დამახსოვრება.
12 მოსწავლემ აღნიშნა რომ უჭირს წყაროზე მუშაობა.
მშობლებიც აღნიშნავენ რომ წყაროთა ანალიზი ბავშვებს გაუჭირდათ.კვლებაში
15 მშობელი მონაწილეობდა და 9 მშობელი თვლის
რომ გაუჭირდა მის შვილს წყაროს ანალიზი.
გამოკითხვის შედეგად დადგინდა რომ მოსწავლეებს ძირითადად
უჭირს წყაროსა და ტექსტის ერთმანეთთან დაკავშირება.18 მოსწავლიდან ხუთი აღნიშნავს რომ
ძალიან უჭირს,ცხრა აღნიშნავს რომ ზოგ შემთხვევაში
ახერხებს დაკავშირებას ოთხ მათგანს არ უჭირს.
წყაროს ანალიზის დროს რა არის
მათთვის სიძნელე
ფაქტის ანალიზი თუ ინფორმაციის
სანდოობა
9 მოსწავლემ დაასახელა ტექსტის
სანდოობა
6 მოსწავლემ დაასახელა ფაქტის
ანალიზი
3 მოსწავლემ ვერ გაგვცა პასუხი
დასმულ შეკითხვაზე
გიქმნის თუ არა სირთულეს ისტორიის
სწავლაში წყაროს ანალიზი. 12 მოსწავლე თვლის,რომ სირთულეს უქმნის.3მოსწავლე თვლის
,რომ არ უქმნის და 3 მოსწავლე კითხვაზე პასუხს არ აფიქსირებს.
აღიქვამს
თუ არა მოსწავლე წყაროს და საგაკვეთილო თემას ერთ მთლიანობაში. 5 მოსწავლე
აღიქვამს ,9 ვერ აკავშირებს ზოგჯერ და 4ვერ
აკავშირებს .
პედაგოგების აღნიშნავენ ,რომ მათი მოსწავლეებისათვისაც სირთულე იყო წყაროს გაგება და ტექსტთან დაკავშირება.
ამ ანალიზის გათვალისწინებით დავგეგმე
ინტერვენციები.
ინტერვენციები
წერილობითი წყაროს ანალიზი ისტორიის სწავლა/სწავლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მეთოდია. მისი გამოყენებისას მოსწავლეებს უვითარდებათ კრიტიკული აზროვნების, პრობლემის დასმისა და გადაჭრის, ანალიზისა და შეფასების უნარ-ჩვევები.პირველ რიგში წერილობიტი წყაროს
შაბლონზე მუშაობას ვიწყებთ.შავლ;ონთან ერთად მოსწავლეებს ეძლევათ კითხვარები,რომელსაც უნდა უპასუხონ.ვარჩევთ
სახელმძღვანელოში მოცემულ წერილობით წყაროს და მოსწავლეები პასუხობენ კითხვებს
ავტორი
. ვინ შექმნა წყარო?
. რას ფიქრობთ წყაროს ავტორის შესახებ?
. როგორია წყაროს ავტორის მსოფლმხედველობა და თვალსაზრისი მის მიერ აღწერილი მოვლენების შესახებ?
დრო და ადგილი
. სად და როდის შეიქმნა წყარო?
. როგორ შეიძლება იმოქმედოს წყაროს შექმნის დრომ და ადგილმა მის შინაარსზე?
წინასწარი ინფორმაცია
. გარდა იმისა, რაც იცით წყაროს შექმნისა და შემქმნელის შესახებ, კიდევ რა ინფორმაცია გაქვთ ამ წყაროზე?
აუდიტორია
. ვისთვის შეიქმნა ეს წყარო და რა გავლენა შეეძლო მოეხდინა ადრესატს მის უტყუარობაზე?
მიზეზი
. რა იყო ამ წყაროს შექმნის მიზეზი და რა გავლენა შეეძლო მოეხდინა მას წყაროს უტყუარობაზე?
ძირითადი იდეა
. რა ძირითადი იდეა/იდეებია გადმოცემული წყაროში?
მნიშვნელობა
. რამდენად მნიშვნელოვანია წყარო?
. რატომ არის მნიშვნელოვანი?
ერთი თვის მანძილზე ნოემბერში
ამგვარი შაბლონის გამოყენებით ვმუშაობდით
ყოველ გაკვეთილზე.თვდაპირველად მოსწავლეებს გაუჭირდათ კითხვებზე პასუხის მოძიება
,შემდეგ კი ნელ -ნელა მიეჩვივნენ წყაროზე
მუშაობას და სირთულეებიც თანდათანობით დავძლიეთ.
ამის შემდეგ დავიწყეთ წყაროსა და
ტექსტის ერთმანეთთან დაკავშირება. დეკემბერი
და იანვარი დავუთმე თემისა და წყაროს დაკავშირების სირთულეების დაძლევას.მოსწავლეებს
ვაძლევდით მოსწავლეებს ვაძლევდი წყაროს და უნდა დაეკავშირებინა გაკვეთილის თემასთან.
დასაწყისისათვის მოსწავლეებს ვაძლევდი
მინინებებს თუ როგორ უნდა ემუშავათ,როგორ უნდა დაეკავშირებინათ წყარო თემასთან.ხოლო რამდენიმე კვირის შემდეგ
უკვე თვითონ უნდა ამოეცნოთ წყარო რომელი თემისთვის დაეკავშირებინათ.
თებერვალი-მარტი დავიწყე წყაროსა და ტექსტის ინფორმაციის
შედარება,მოსწავლეები გამოკვეთდნენ მსგავსებასა და განსხვავებას წყაროებსა და
ტექსტს შორის და მსჯელობდნენ წყაროს ვალიდურობის შესახებ.
აპრილის
თვეში
მოსწავლეებს შევთვაზე ცხრილი,რომლის მიხედვითაც ისინი ახდენენ წყაროს იდენტიფიცირებას.ვისარგებლე
მასწავლებლის ჟურნალში განთავსებული სტატით და გტვაზობთ ამონარიდს:“
|
წყაროს
წარმომავლობა |
ვინ
არის
წყაროს
ავტორი?
როდის
არის
დაწერილი
წყარო? რა სტატუსი აქვს ავტორს? რა ტიპის წყაროა? ვინ? რა? როდის? სად? |
|
მიზანი
|
რა
მიზნით
დაიწერა
წყარო?
რატომ?
|
|
ღირებულებები
|
რას
ვიგებთ
ავტორის
შესახებ?
დროის
შესახებ?
გარემოებების შესახებ? რა ვითარებაში დაიწერა წყარო? ცვლის თუ არა ეს რაიმეს? არის თუ არა წყარო კრიტიკული? სანდო? გამოხატავს თუ არა რომელიმე მხარეს? პოზიციას? რა ხდებოდა ისტორიაში მაშინ, როდესაც ეს წყარო შეიქმნა? მოახდინა გავლენა ამ მოვლენებმა? ინფორმაციულია თუ არა წყარო? |
|
ნაკლოვანებები
|
რას
არ
გვამცნობს
წყარო?
რატომ?
როგორ
შეგვიძლია
დავახასიათოთ წყარო? არის ეს პროპაგანდა? არის წყაროში ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაცია? ბუნდოვანია თუ არა წყარო? სანდოა? დაასაბუთე. |
მოსწავლეები ხელით ხაზავდნენ ფორმატზე. მეტი
თვალსაჩინოებისათვის, იყენებენ აგრეთვე პრეზენტაციებს. რაც ხელს უწყობს
თავის მხრივ საკითხის ფორმულირებას.
მაისის
თვეში მოსწავლეებთან ერთად დავიწყე ინტერვენციების შემაჯმებელი პრეზენტზციების
მომზადება.მოსწავლეებს უნდა წარმოედგინათ წყაროსა და თემის შედარება და ანალიზი.ამით
ერთგვარად შევაჯამებდიტ წლის მუშაობას და
კვლევის მიგნებებსა ტუ ნაკლოვანებებს პასუხს გავცემდით.მოსწავლეებსი
პრეზენტაციებმა დიდი მოწონება დაიმსახურა და ყველამ ინტერესით იმუშავა.
კვლევის
ვადები;
ნოემბერი
-წყაროს შაბლონებით მუშაობა
დეკემბერი- იანვარი---მუშაობა
თემისა და წყაროს დაკავშირებაზე
თებერვალი-მარტი დავიწყე წყაროსა და ტექსტის ინფორმაციის შედარება
აპრილი-ცხრილის მიხედვით წყაროს
იდენტიფიცირება
მაისი-პრეზენტაციების ინტერვენციების
შესაჯამებლად.
კვლევის
მიგნებები :
Ø მოსწავლეთა
უმრავლესობა მიიჩნევს რომ წყაროს ანალიზი მნიშვნელოვანია ისტორიაში.
Ø იგი
ხელს უწყობს ისტორიის შესწავლას.
Ø მოსწავლეებს
ეხმარება მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებაში;
Ø ხელს
უწყობს კრიტიკული აზროვნების განვიტარებას;
Ø საგნის
შესწავლის თავისებურებიდან გამომდინარე ეხმარება საკითხის მრავალმხრივ შეფასებასა
და განხილვას.
რეკომენდაციები
ü
აუცილებელია
მასწავლებელმა ხელი შეუწყოს მოსწავლეთა განვითერებას და სასწავლო პროცესი დაგეგმოს
მათი საჭიროებების გათვ ალისწინებით;
ü
სწავლების
პროცესში წამოჭრილ პრობლემების გადაჭრისა და მოგვარების გზებსა და საშუალებებზე
უმჯობესია მოსწავლეებთან ერტად ვიფიქროთ;
ü
გაუადვილოთ
მოსწავლეებს საგნის სწავლება;
ü
ვასწავლოთ
სწავლა
დასკვნა
ნებისმიერი ქმედება რაც განვახორციელე მიმართული იყო
ჩემი მოსწავლეების საჭიროებების გათვალისწინებით . წყაროს შესწავლა მართლაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი
სკითხია ისტორიის სწავლებისსას.აუცილებელია მოსწავლემ თავიდანვე დაძლიოს სირთულეები
და მოემზადოს საკითხის დამუშავებისათვის.რაოდენობრივი კვლევა დამეხმარა ზუსტად დამედგინა
მოსწავლეთა საჭიროებები და ნაბიჯ-ნაბიჯ გვემუშავა ამ საჭიროებების დაძლევაზე.გამოვიყენეთ
სხვადასხვა სტრატეგია და დავეხმარე მოსწავლეებს გაადვილებოდათ წყაროს ანალიზი .დაეკავშირებინათ
წყარო და საგაკვთილო თემა ერთმანეთთან .გამოეტანათ დასკვნები და ემსჯელათ წყაროსა და
საგაკვეტილო თემის ფაქტების კავშირსა და ვალოდობაზე.ვფიქრობ,მივაღწიე დასახულ მიზანს
და შევძელი მოსწავლეებისათვის გამეადვილებინა საკითხის წვდომა.
VII
თავი
გამოყენებული ლიტერატურა
1.
ეროვნული სასწავლო გეგმა- 2018-2024 წელი
2.
სოფიო ლობჟანიძე როგორ ვაწარმოოთ პედაგოგიური
პრაქტიკის კველვა
3.
ჟურნალი მასწავლებელი
დანართი
1.
კითხავრი
მასწვლებლებისათვის
ძვირფასო
კოლეგებო ვატარებ პედაგოგიური პრაქტიკის კვლევას თემაზე: ისტორიული წყაროების სირთულე
და მისი გადაჭრის გზები. გთხოვთ შეავსოთ წინამდებარე კითხვარი, მადლოაბს გიხდით დახმარებისათვის
თქვენია ზრი ჩემთვსი მნიშვნელოვანია.
1,
რა სირთულეებს აწყდებით ისტორიულიწყაროეზე მუშაობისას?
2. გთხოვთ გამიზიაროთ ის მიდგომები რაც ყველაზე მეტად
გეხმარებათ ისტორიულ წყაროზე მუშაობისას?
3.
რა უჭირთ ყველაზე მეტად ისტორიის შესწავლისას ტქვენ მოსწავლეებს?
ა.
წყაროზე მუშაობა.
ბ.
თარიღები
გ.
ანალიტიკური უნარი
4.. საკმარისია თუ არა სახელმძღვანელო რომლიტაც ავსწავლით
ისტორიის შესასწავლად?
ა.
დიახ.
ბ.
არა
დანართი
2.
კითხვარი
მოსწავლეებისათვის
1.რა უფრო
მეტად მიჭირს ისტორიის სწავლისას
ა.წყაროების
ანალიზი
ბ.თარიღების
გაზეპირება
2.გიჭირს თუ
არა ტექსტისა და წყაროს დაკავშირება?
ა.დიახ ბ.არა
გ.ნაწილობრივ
3.რა არის
შენთვის პრობლემა წყაროზე მუშაობისას?
ა.ტექსტის
სანდოობა
ბ.ფაქტის
სიზუსტე
4.გიქმნის თუ
არა სირთულეს წყაროს ანალიზი ისტორიის შესწავლაში?
ა. დიახ ბ.არა
5.აკავშირებ თუ არა ტექსტსა და წყაროს
ერთმანეთთან?
ა.დიახ ბ.არა
გ.ნაწილობრივ.
რეფლექსია
ნიკოლოზ
ბარათაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის
212-ე საჯარო სკოლაში ჩავატარე კვლევა
,,წყაროს სირთულე ისტორიის სწავლების პროცესში“.კვლევის აუცილებლობა მოსწავლეთა
წყაროებისადმი ინერტულმა დამოკიდებულებამ მიჩვენა.
კვლევა
შესრულდა 2018-2019 სასწავლო წლებში და მოიცავს 7 თვეს(ნოემბერი-მაისი).
კვლევის
პროცესის სამიზნე ჯგუფი იყო: მე-7 კლასის მოსწავლეები
და მათი მშობლები, ასევე ჩემი კოლეგები. ვაკვირდებოდი
მოსწავლეებს ,კვლევის პროცესში აღმოვაჩინე რომ ნებისმიერ ბავშვს შეუძლია აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარი სასწავლო პროცესის
წარმართვაზე.
კოლეგებთან
გასაუბრებამ დამარწმუნა, რომ წყაროს ანალიზი
მოსწავლეებში ნამდვილად სირთულეს წარმოადგენდა და ჩემი კვლევით მინდოდა დავხმარებოდი
მათ და პრობლემა გადაჭრაში.
მე-7
კლასში პრობლემის გადასაჭრელად გამოვიყენე სხვადასხვა ინტერვენციები: გამოკითხვების
შედეგების საფუძველზე დავიწყე ფიქრი, როგორ მომეგვარებინა წამოჭრილი პრობლემები: გავაკეთე
შაბლონები, შევქმენი ფოკუს ჯგუფები, ვისზეც ვაკეთებდი დაკვირვებას.
მოსწავლეებთან
შევიტანე მათთვის გასაგები და ადვილად აღსაქმელი წყაროები, რითიც მოსწავლეებმა შეძლეს
საგაკვეთილო ტექსტისა და წყაროს ერთმანეთთან დაკავშირება და ერთიან მთლიანობაში აღქმა.
კვლევის
დროს ყველაზე დიდ წარმატებად მიმაჩნია ბავშვების მოტივაცია, ჩართულობა, ურთიერთთანამშრომლობა,
რაც წინაპირობა იყო გამოყენებული აქტივობების.
კვლევის
პროცესში გამოიკვეთა სიძნელეებიც, კერძოდ, კლასში მყავდა 3 სსსმ მოსწავლე, მათ ნაწილობრივ,
ინდივიდუალურად შეძლეს მცირე, მარტივ წყაროებზე მუშაობა, თუმცა სიღრმისეული წვდომა
წყაროზე ვერ შეძლეს.
ჩემს
კვლევას სისტემატიურად ვადევნებინებდი თვალს ჩემს კოლეგებს, ისინი აკვირდებოდნენ ჩემს
მუშაობას და მათგან მიღებულ მითითებებს ვითვალისწინედი.
ჩემი
აზრით, ჩემს მიერ გაკეთებული კვლევა საშუალებას მოგვცემს აღმოვფხვრათ ყველა ის პრობლემა,
რომელიც ეხება მე-7 კლასში წყაროსთან მუშაობას.
ჩემს
მიერ განხორციელებული კვლევა დაეხმარება ამ საკითხით დაინტერესებულ მასწავლებლებს გაითვალისწინონ კვლევის მიგნებები და რეკომენდაციები
სწავლების პროცესის გაუმჯობესებისადმი.
სსიპ
ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N212 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი-ირმა
დორეული;
No comments:
Post a Comment